შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ბოლნისის ეტალონი მოსწავლე” მუნიციპალიტეტის მერიისგან სტიპენდიას მიიღებს

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20278 
 07 თებერვალი 2019

ბოლნისის ,,ეტალონი მოსწავლე” მუნიციპალიტეტის მერიისგან სტიპენდიას მიიღებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლამ, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ -ინტელექტუალურ პროექტს უმასპინძა, სადაც ,,ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის მოსაპოვებლად, პირველი ტურის შედეგად შერჩეული 84 მოსწავლე იბრძოდა. საათნახევრიანი დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრის შემდეგ, გამარჯვებული 80 ქულით, სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, გოჰარ ხურშუტიანი გახდა და ,,ეტალონის“ გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროსა და კომპანია ,,არემჯის’’ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებს, პროექტის გამარჯვებულმა საჩუქარი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, გოგი მეშველიანის სახელითაც მიიღო, ბიუროს თანამშრომელმა მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე კომპანია ,,არემჯისგან’’ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს სპეციალური პრიზები,ხოლო დაბა კაზრეთის პირველ და მეორე საჯარო სკოლის საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია