შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით დმანისსა და ბოლნისში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რეგიონული ტურები გაიმართა

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20275 
 07 თებერვალი 2019

დმანისსა და ბოლნისში  ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ რეგიონული ტურები კომპანია „არემჯის“  მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიებას დმანისში საგანმანათლებლო ცენტრმა უმასპინძლა და მასში 80-მდე სკოლის მოსწავლე  იღებდა მონაწილეობას.  „ეტალონი მოსწავლე“  ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის  მე-9 კლასის მოსწავლე რაუფ რამაზანოვი გახდა. ბოლნისის #5 საჯარო სკოლაში „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის 84 მოსწავლე იბრძოდა. საათნახევრიანი დაძაბული ინტელექტ-შეჯიბრი აქ სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის გოჰარ ხურშუტიანის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 80 ქულა დააგროვა.

რეგიონულ ტურებში  პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეები „არემჯიმ“ სამახსოვრო პრიზებით და 250, 150 და და 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით დაასაჩუქრა.  ასევე 200-200 ლარიანი ვაუჩერები გადაცათ კაზრეთის N1 და კაზრეთის N2 საჯარო სკოლების საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს.

 ბოლნისის და დმანისის “ეტალონი მოსწავლეები” ზაფხულში სხვა რეგიონების გამარჯვებულებთან ერთად ფინალურ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და 2019 წლის ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულისათვის იბრძოლებენ.




სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება