შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლნისის მოსახლეობას შეხვდნენ

მულტიმედია
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20280 
 07 თებერვალი 2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა თავად  ირჩევს პრიორიტეტებს,   მუნიციპალიტეტის მერი და შესაბამისი სამსახური დაანონსებული გრაფიკით სოფლის მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან.  აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს სოფლებში მუშევანში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში მოსახლეობას საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების  საკითხებში სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.

მიმდინარე წელს   მუშევანში  სოფლამდე მისასვლელი ბეტონის გზის მშენებლობაა დაგეგმილი. სოფლის მოსახლეობის თხოვნით, მოხდება არსებული რიტუალების სახლის დასრულება და შემოიღობება ტერიტორია, სადაც სკოლა და რიტუალების სახლია განთავსებული.

სოფელ ბალიჭში წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდება  და ცენტრალური გზა სანიაღვრე სისტემით მოეწყობა.

დაბა კაზრეთში, ისევე როგორც სხვა სოფლებსა და დაბებში, ინფრასტრუქტურული პრობლემები გვარდება. მიმდინარე წელს მოასფალტდება შიდა გზები, დასრულდება 26 ლიფტის შახტის კეთილმოწყობის სამუშაოები და დასახლების ერთ ნაწილში კანალიზაციის ქსელის მშენებლობაც.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია