შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20283 
 09 თებერვალი 2019

8 თებერვალს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში” შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად, ქვემო ბოლნისში, სოფელ ბოლნისსა და სამწევრისში გამართა.
შეხვედრაზე მოსახლეობამ წელს განსახორციელებელი პროექტები პრიორიტეტების მიხედვით შეარჩია.
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, სოფელ ქვემო ბოლნისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის სახურავი გადაიხურება და გარე განათების ქსელი მოეწყობა, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდება, სოფელ სამწევრისში კი სოფლამდე მისასვლელი გზა მოეწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრები პროექტების შესარჩევად, 11 თებერვალს დასრულდება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია