შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოთარ ოჩხიკიძის შემოქმედებითი საღამო

კულტურა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 05 ოქტომბერი 2018


ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ოთარ ოჩხიკიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ახალგაზრდა პიანისტი, კლასიკური მუსიკით მასწავლებლის დღეს გამოეხმაურა და ერთსაათიანი რეპერტუარით ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს პროფესიული დღე მიულოცა. პროგრამა ძირითადად დატვირთული იყო ბახ ბუზონის, გოდოვსკის და შოპენის უკვდავი ნაწარმოებებით.
ოთარ ოჩხიკიძე:
-მინდა ჩემი შემოქმედებით მივულოცო ყველა მასწავლებელს მასწავლებლის დღე და პროფესიული წინსვლა ვუსურვო მათ.
თეა შეყილაძე, მსმენელი:
– მეამაყება რომ ოთარი ჩემი ბაღის მეგობარია. ის უნიჭიერესი პიანისტია. ძალიან მიხარია, რომ კვლავ ბოლნისშია, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე დაიხარჯება და თავის ცოდნას, ნიჭს, გამოცდილებას ახალგაზრდებს გაუზიარებს.
მაია ჩუბინიძე, მსმენელი:
-რა შემიძლია ვთქვა, ოთარი არაჩვეულებრივი მუსიკოსია, გამორჩეული ნიჭი აქვს და შესანიშნავი პედაგოგია.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია