საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული ინპერატივის“ პროექტი ბოლნისში ხორციელდება

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული ინპერატივმა“ ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო, კულტურულ-საგანმანთლებლო პროექტის ფარგლებში „ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბი“ ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის არაერთ საინტერესო აქტივობას ჩაატარებს. პროექტის მიზანია, რეგიონებში კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის სტიმულირება, წახალისება და ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების, კომპონენტების დანერგვა და პოპულარიზაცია, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, პროექტის ფარგლებში 2019 წლის მანძილზე 12 აქტივობა განხორციელდება, რომელიც დატვირთული იქნება შემეცნებითი, ინტერაქტიული, სახელოვნებო და თეატრალიზებული კომპონენტებით. აქტივობებში უშუალოდ ჩაერთვება აუდიტორია.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია