შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვინც გულის ფანცქალით ხსნის ლინკს "ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი ქართველ ხალხს", არის "ქოცი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40510 
 11 აგვისტო 2019

ყოფილი პარლამენტარი, "რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი,  დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„თუ ფბ-ზე შემოგხვდათ ტიპი, რომელიც ხმარობს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: "გნაცი", , "ნაც-ანალი", "ნაცბოზბანდა", "მიხუილა", "სურენა" და "სააკიანი", შეგვიძლია ლამის ასპროცენტიანი სიზუსტით ვივარაუდოთ, რომ ეს ტიპი:

ა) არის "ქართული ოცნების", ან "პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩეველი. შეიძლება ორივესიც.

ბ) მოწონებული აქვს გვერდები: "მე მიყვარს ჩემი პატრიარქი", "ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერები", "მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი"

გ) ავრცელებს მარშალპრესის, პოსტ.ტვ-ს და მიხეილ უკრაინოლოგის ლინკებს.

დ) ნერვებს უშლის ლოზუნგი "არა ოკუპაციას" და დარწმუნებულია, რომ თუ მშვიდობა გვინდა, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ და არ უნდა ვაგინოთ.

ე) ხელი აქვს მოწერილი პეტიციაზე "გასამართლდეს სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმი!"

ვ) 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძის ხელისუფლებისკენ იყო და ვარდების რევოლუციას მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად.

ვ) მოსწონს ლევან ვასაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ზაზა შათირიშვილი, სოსო მანჯავიძე და ნინი ქარსელაძე..

ზ) ქართული ოცნებიდან არ მოსწონს თამარ ჩუგოშვილი, რადგან ვერ არჩევს მას ნაცებისგან და მაინც და მაინც არც ის ესმის კარგად, რას ლაპარაკობენ პოსტ.ტვ-ზე ბაჩო და გური.

თ) ყოველთვის გულის ფანცქალით ხსნის ლინკს "ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი ქართველ ხალხს" (ასეთი ლინკებიც იდება), რადგან ეიმედება, რომ ბოლოს და ბოლოს იქ რაღაც მისთვის სახეიროს ნახავს, თუმცა ამაოდ.

და ა.შ და ა.შ. მე დავიღალე თქვენ გააგრძელეთ, თუ გინდათ“- წერს ზურაბიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია