შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შსს მინისტრად ისევ ინიშნება ტიპი, რომელიც ერთ ღამეში მოაძრეს პრემიერობიდან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40956 
 31 აგვისტო 2019

მმართველმა გუნდმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილება  მიიღო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა. 

გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: 

"ქვეყანაში, რომელშიც ხერხემალს წარმოადგენს პოლიცია, მიუხედავად იმისა, მთავარმართებელი უფრო მეტად დემოკრატიულია თუ ნაკლებად, და სადაც არ არსებობს სამხედრო ელიტა და შესაბამისად ჯარი სრულიად აპოლიტიკური, ინერტული მასაა, შსს მინისტრი წარმოადგენს ყველაზე გავლენიან კაცს, რომლის ხელში კონცენტრირდება შანტაჟის, ტერორის და ტოტალური კონტროლის აბსოლუტურად ყველა მექანიზმი.
ამ თანამდებობიდან მინისტრის მოცილება და გადაყვანა უფუნქციო პრემიერად, რომელსაც ნულოვანი გავლენა აქვს ქვეყნის მაკონტროლებელ რაიმე მექანიზმზე და წარმოადგენს სახელმწიფოს ყველაზე კომიკური მარიონეტის პოზიციას, რადგან მის კომპეტენციაში სტერილურ იდიოტთა სამთავრობო გუნდის შერჩევის საკადრო პოლიტიკაც არ შედის, ცინიკური დაცინვაა.
შსს მინისტრად ისევ ინიშნება ტიპი, რომელიც ერთ ღამეში მოაძრეს პრემიერობიდან, რადგან მისი კლანის მიერ ნეპოტიზმისა და კორუპციის არნახულ სიმაღლეებამდე აყვანამ თავად მთავარმართებელიც შეაძრწუნა.
ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კი მშვიდად აბარებს საკუთარ ბედს ერთ გაუნათლებელ საქმოსანს, რომლის მთავარი მიღწევა ბანდიტურ ქვეყანაში ქაოსის დროს დატრიალებული შავი ფულის ერთერთი დისტრიბუტურობაა და შეუქცევლად მიექანება კოლაფსისაკენ"-წერს ზურაბ გურული. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია