შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხალვაში "რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილს ჩააბარებს - ანი მიროტაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40528 
 12 აგვისტო 2019

ქიბარ ხალვაშის მიერ "რუსთავი 2"-ის გაყიდვაში მოულოდნელს ვერაფერს ხედავს "შენების მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ანი მიროტაძე:

"რა მდგომარეობაც იყო "რუსთავი 2"-ში და რომ კომპანიას დიდი ოდენობით დავალიანება ჰქონდა, ეს ქიბარ ხალვაშმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, უკვე რამდენიმე წელია. შესაბამისად, ყველა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ ხალვაში "რუსთავი 2"-ს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ჩააბარებდა, "კეთილსინდისიერი მყიდველის" ხელით. ვინ იქნება ეს "კეთილსინდისიერი მყიდველი", არც ამის გამოცნობაა ძალიან ძნელი. რამდენიმე გვარი გაჟღერდა, რამდენიმეს გაჟღერებას ამ დღეებში ველოდები.

ჩემთვის ამ ამბავში მხოლოდ ის არის უცნობი, როგორ დაუფასდება ქიბარ ხალვაშს "მეფის სამსახური" და რას მიიღებს ამ "სამკვდრო-სასიცოცხლო ომის" სანაცვლოდ? - მსხვილბიუჯეტიან ბიზნესს თუ გავლენას ოლიგარქის კარზე. ჩემი ვარაუდით, უფრო პირველს, რადგან ეს არჩევანი ორივე მხარისთვის კომფორტული იქნება. თუმცა, მინდა გავაფრთხილო ხალვაში, ყურადღებით იყოს, რადგან იმის რისკი ძალიან მაღალია, რომ ხელში მხოლოდ ცრუ მოლოდინები შერჩეს, რადგან ახლა ხალვაშის ხიბლიც გაფერმკრთალებულია და წონაც ამჩატებული", - აცხადებს ანი მიროტაძე ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის საფასური ბიძინა ივანიშვილს უკვე გადახდილი აქვს.

"ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს "რუსთავი 2"-ში ფული უკვე გადახდილი აქვს და ისიც რამდენიმე წლის წინ. ახლა იბრუნებს იმას, რაც მიაჩნია, რომ მისია", - აცხადებს მიროტაძე.

შეგახსენებთ, დღეს ქიბარ ხალვაშმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იგი "რუსთავი 2"-ს ყიდის.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია