შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემს ძაღლს უფრო მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ხაბეიშვილს- ბექა დავითულიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა სხდომაზე თქვა, რომ საკუთარ ძაღლს მეტ პატივს სცემს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.

"რაც უნდა ის ულაპარაკია და გინდა ძაღლს უყეფია, არა ჩემ ძაღლს ბევრად მეტ პატივს ვცემ, ბოდიში ჩემ ძაღლთან, გინდა მას ულაპარაკია, ამიტომ გთავაზობთ, რომ სრული იგნორირება გავუკეთოთ, იაროს, ილაპარაკოს ეს ტყუილები და იყეფოს ეთერებიდან რამდენიც უნდა", — თქვა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს სხდომაზე მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ჩხუბის კადრების ნახვა მოუწია. ბექა დავითულიანმა ნაწილობრივ გაამართლა ლევან ხაბეიშვილის ცემა და თქვა, რომ ვინმეს როცა შეურაცხყოფას მიაყენებ, მისგან საპასუხო რეაქციასაც უნდა ელოდო.

დღეს, 24 იანვრის ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სცემეს. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია