შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.

 

წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის უკუსვლასა და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

"როგორც კონგრესის წევრს, მსურს, შევუერთდე მზარდ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით.

ამიტომ, მე ვუერთდები ჩემს კოლეგებს კონგრესიდან, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კომიტეტს, თანათავმჯდომარეებს ადამ კინზინგერს და ჯერი კოლონის იმ წერილის შინაარსში, რომლებიც მათ 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგიგზავნეს და რომელშიც გამოხატული იყო შეშფოთება შეპირებული დემოკრატიული რეფორმების შეჩერების, ასევე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო.

მეტიც, მე ასევე ვუერთდები ჩემს კოლეგას, კონგრესმენ მარკ უეინ მალინს და მის მესიჯს, რომელიც 2020 წლის 13 იანვრის წერილით გადმოგცათ.

როგორც იცით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, 1991 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს. გასულ წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "საქართველოს მხარდამჭერი აქტი", რომელსაც ახლა სენატი განიხილავს. ყველაზე თვალსაჩინო პრინციპი, რომელიც მასში განსაკუთრებით ხაზგასმულია, შემდეგია:

"აშშ-ის პოლიტიკაა:

მხარი დაუჭიროს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევას".

სწორედ ამ ჩანაწერის სულისკვეთების გამო გწერთ, ვინაიდან საყურადღებოა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკის ინდიკატორების კუთხით ნეგატიური ტენდენციების ზრდა. სწორედ ეს გახდა კონგრესის წევრების შეშფოთების საფუძველი. 

ამისი პირდაპირი შედეგი ის არის, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციები შემცირებულია, ვინაიდან ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები შევიწროების და კონფისკაციის ობიექტები ხდებიან, უწყდებათ კონტრაქტები. ამის გამორჩეული მაგალითი ტეხასური ნავთობის და გაზის კომპანია ფრონტერაა. ასევე, საგანგაშოა იმის ხილვა, რომ სოციალური მედიის ამერიკულმა კომპანიამ, Facebook-მა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გამოავლინა და დახურა ფართო ქსელი, რომელიც მმართველ პარტიასთან იყო დაკავშირებული და ჰქონდა "კოორდინირებული არაავთენტური ქცევა" ოპოზიციური ხედვების წინააღმდეგ, ავრცელებდა ანტი-დასავლურ განწყობებს, განსაკუთრებით აშშ-ის მისამართით.

სწორედ გაუარესებული გარემოს გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ორ აქტს, 2019 და 2020 წლებში კონგრესიდან თანხის გამოყოფის შესახებ, რომლებიც კონკრეტულად მიემართება საქართველოს ხელისუფლების მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-კომპანიების წინააღმდეგ. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, თქვენი ქვეყანა მოიაზრება ნეგატიურ და საფრთხილო შუქზე (კონტექსტში) აშშ-ს მთავრობისგან გამოყოფილი თანხების კუთხით". 

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია