შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"იმედია მე არ დამაბრალებენ "ოცნების" წევრების ცემას"- ამ წუთებში პოლიციაში ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში, თბილისის საკრებულოს " ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ლევან ხაბეიშვილმა პოლიციაში დაკითხვაზე შეცვლამდე განაცხადა, რომ მას არ აქვს იმედი, რომ "კრიმინალური ხელისუფლების" პირობებში საკრებულოში მასსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შოროს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპიებას ობიექტურად გამოიძიებენ.

„როცა დამკვეთი არის თვითონ ხელისუფლება და კახა კალაძე, ამ დროს, ამ კრიმინალური დაწესებულებიდან, სადაც მინისტრის ოჯახის წევრების გამო მაიორებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და პოლიციელებს დევნიან, ცხადია, არაფრის იმედი არ მაქვს. მათ დამიბარეს და თქვეს, რომ გამოძიება დავიწყეთ და გამოკითხვაზე უნდა მოხვიდეო. შესაბამისად, მე როგორც კანონმორჩილი ადამიანი მოვედი. ასევე საზოგადოებას მინდა, ვუთხრა და ხელისუფლებას შევახსენო - ანრი ოხანაშვილს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, დააკავეს. ამ შემთხვევაში, როცა რამდენიმე ტურა უკნიდან მოპარვით და ანგარიშსწორებით გამოიჩეოდა ჩემს მიმართ,ისინი დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ დრომდე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. თუმცა, მე უკვე მოვედი და კანონის შესაბამისად მივცემ ჩვენებას. ამ ადამიანებს არ ვაპირებ ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება და ზოგადად, ყველა ძალადობას ვგმობ, მათ შორის ,ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, თუმცა როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ. იმიტომ, კი არა, რომ მე დავიბოღმე და ცოტა ხანი ყვითელი თვალი მაქვს, არა, უბრალოდ, ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი 

შსს-მ გუშინ მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია