შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოიპოვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020

ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ) თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მან გადამწყვეტ ბრძოლაში, დამატებით დროში, თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაკს (ვანო რევაზიშვილი) ვაზარით სძლია და გრან პრიზე საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

მაისურაძემ პირველ წრეში ყაზახ რუსლან მუსაევს, შემდეგ კი თურქ მუჰამედ კოჩს აჯობა, ნახევარფინალი კი ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან დამარცხდა. ლუკამ შემდეგ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც რუსი ტურპალ ტეპკაევი დაამარცხა და მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

დღეს, 25 იანვარს, თელ-ავივში იმედა გოგოლაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და სოფიო სომხიშვილი(78კგ) იასპარეზებენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია