შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილი ოპონენტებს ციხით ემუქრება, რაც შემაშფოთებელია - როჯერ ვიკერი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 იანვარი 2020

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამერიკელი სენატორის როჯერ ვიკერის მორიგ კრიტიკულ წერილს ასაჯაროებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. ხსენებული წერილი ამერიკელმა კანონმდებელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოუგზავნა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კონგრესმენის წერილში საუბარია მმართველი გუნდის ბიძინა ივანიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 

"სწერილის ავტორი არის სენატის წევრი, როჯერ ვიკერი, რომელიც გახლავთ, შეიარაღებული ძალების კომიტეტის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ანუ იმ კომიტეტების წევრია, რომელიც განაგებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარების და სავაჭრო ურთიერთობების წევრიც. ის ასევე არის ჰელსინკის კომისიის წევრიც. ეს კომისია არის უმაღლესი ორგანო ამერიკაში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში. რატომ გადამალა ხელისუფლებამ ეს წერილი? სხვა წერილებისგან განსხვავებით, ამ წერილში არის პირდაპირი საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებაში და დევნაში. სენატორი აცხადებს, რომ მისთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არა ერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ციხით ემუქრება პოლიტიკურ ოპონენტებს, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ლიდერების, როგორებიც მაგალითად არიან ნიკა მელია და გიგა ბოკერია.  სენატორი აღნიშნავს, რომ საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში და ეს იყო სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ივანიშვილის გადაწყვეტილებამ , რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, და იმან რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სასამართლოზე, ფაქტიურად ქვეყანა უკან დაწია და შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი. სენატორი მიმართავს საქართველოს პრემიერს, რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში განიხილოს, იმ ცვლილებების უზრუნვეყოფა საარჩევნო სისტემაში, რომელიც დაუბრუნებს ქართველ ხალხს რწმენას საარჩევნო სისტემაში. წერილი არის დაწერილი დეკემბერში. სენატორი ძალიან ბევრს საუბრობს იმაზე, თუ როგორ სურს დაუჭიროს მხარი საქართველოს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით", - განაცხადა სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკელი კანოგრესმენებისა და სენატორების კრიტიკის ობიექტი გახდა. მათ საქართველოს ხელისუფლებას არა ერთი მწვავე წერილი გამოუგზავნეს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია