შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინისტრი: აზიურ ფაროსანას ორ-სამ წელში დავამარცხებთ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36855 
 11 მარტი 2019

ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში ჩვენ დავამარცხებთ აზიურ ფაროსანას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, 2019 წელს კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელთა შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად საჭიროა მოსახლეობის ჩართულობაც.

„2018 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2017 წელთან შედარებით. სახელმწიფოს ბრძოლის ღონისძიებები იძლევა შანსს, რომ გადავარჩინოთ სასოფლო- სამეურნეო კულტურები, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღებად აუცილებელია, რომ კუთვნილ ნაკვეთებს გლეხებმა თავად მიხედონ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა