შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც ონკანის წყლის დალევა საშიშია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36922 
 14 მარტი 2019

ბრიტანული Daily Mail საქართველოს იმ ქვეყნების რიცხვში ასახელებს, სადაც ონკანის წყლის დალევა საშიშია. გამოცემა ორგანიზაცია Globehunters –ის ინფოგრაფიკას აქვეყნებს, რომელშიც ის 187 ქვეყანაა მითითებული, სადაც ონკანის წყალი უსაფრთხო არ არის. ინფორმაცია ტურისტებისთვის არის განკუთვნილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრების ინფორმაციაზე დაყრდნობით არის შედგენილი. გამოცემა მოგზაურებს აფრთხილებს, რომ დაბინძურებული სასმელი წყალი მათ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ინფექციური დაავადებების წყაროა. 
გამოცემის ინფორმაციით ყველაზე უსაფრთხო სასმელი წყალი განვითარებულ ქვეყნებშია, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები, აშშ და იაპონია.


მაღალი რისკის ქვეყნებში შედის ცენტრალური ამერიკის, აფრიკის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

საქართველოსთან ერთად იმ ქვეყნების სიაში, სადაც ონკანის წყლის დალევა უსაფრთხო არ არის მოხვდნენ ჩვენი მეზობლები – სომხეთი , აზერბაიჯანი,თურქეთი,რუსეთი. ასევე არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა– უკრაინა, მოლდოვა, ლატვია , უზბეკეთი.

გამოცემა წერს, რომ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხე მსოფლიოს მაშტაბით სერიოზულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 842 000 ადამიანი კვდება დაბინძურებული სასმელი წყლის, ანტისანიტარიის და ხელის ჰიგიენის არდაცვის გამო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით დაბინძურებული სასმელი წყალი და ანტისანიტარია ისეთ სერიოზულ დაავადებებს იწვევს, როგორიც არის ქოლერა, დიარეა, დიზინტერია, ა ჰეპატიტი, ტიფი და პოლიომელიტი.

ბევრ ქვეყანაში პრობლემად რჩება არათუ ონკანის წყლის სისუფთავე და გაფილტვრის ხარისხი, არამედ მისი საერთოდ არარსებობა. განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში ასობით ათასი ადამიანი ბუნების წიაღში მოპოვებული სასმელი წყლის იმედად არის. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია