შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხურვალეთში დიდი რაიდენობით პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული - სოფელში არავის უშვებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36935 
 15 მარტი 2019

ხურვალეთის ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით სოფელში რუსი ოკუპანტები შევიდნენ, ინფორმაცია ამის შესახებ დავით ქაცარავამ გაავრცელა. წყარო მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომელი ლუდა სალია გახლავთ, რომელიც აცხადებს, რომ გრძელდება ოკუპაცია და ოკუპანტები ახალი ტერიტორიების მითვისებას ცდილობენ.

არსებული იფნორმაციით, ხურვალეთში ქართული სპეცრაზმია მობილიზებული, სოფელში არც ჟურნალისტებს და არც სამოქალაქო აქტივისტებს უშვებენ. საგუშაგოსთან ქართველი სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

სოფლის გამგებელი კი ტყუილს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ხურვალეთში ოკუპანტები გამოჩნდნენ.

დავით ქაცარავა მოითხოვს, ხურვალეთში შესვლის უფლება და ადგილზე ვითარების გაცნობის საშუალება მისცენ:

„თუ ტყუილია, მაშინ შეგვიშვან და დაგვარწმუნონ, რომ ტყუილია,რა მიზეზია რომლის გამო ჩვენ არ გვიშვებენ სოფელში, ქალბატონი ლუდა სალია არის ძირითადი წყარო, რომელმაც შეგვატყობინა, რომ რუსები გადმოვიდნენ მათ ბაღებში, ძალიან ბევრნი არიან. გვახსოვს სად დადგეს საგუშაგო, გვერდზე ვხედავდით ბატონისაშვილის ბაღს, ახლა იქ დგანან რუსები და აქ დგას ჩვენი პოლიციელები, რომლებიც არ გვიშვებენ შიგნით“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია