შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის "ოცნება", მაგრამ "ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ - ვასაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36941 
 15 მარტი 2019

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თუ სხვებთან „უმწვავეს დაპირისპირებას“, რადგანაც ხედავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა „ვნებს ჩემს სამშობლოს“.

„რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ - აცხადებს ლევან ვასაძე, რადგან თვლის, რომ ივანიშვილს 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“.- ამბობს ბიზნესმენი ვიდეო მიმართვაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება