შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38317 
 15 მაისი 2019

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციისა და “ევროპული საქართველოს” წევრები ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრას ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ესწრება. სანდრა რულოვსმა დიპლომატებს პირადად წარუდგინა გუშინ განხორციელებული ძალადობის ამსახველი კადრები.

„ზუგდიდში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, თქვენ თვითონ ნახეთ რა ხდებოდა გუშინ საღამოს, მაგრამ ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით საელჩოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დღეს.

"ყოველ ნაბიჯზე პროვოკაციები გვაქვს, ზონდერები დაგვდევენ არის დედის გინება, უხეში ქცევა, გუშინ ფიზიკურზეც გადავიდნენ, ამის დამადასტურებელი ვიზუალური მასალაც გვაქვს, როგორც ჩანს მასიურად ემზადებიან დიდი სპეცოპერაციისთვის. ჩვენ ვითხოვთ ზუგდიდის ცესკო-ს თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას. იმიტომ რომ ძალიან უხეშად დაირღვა, რომ არჩევნებამდე 5 დღით ადრე სამაგიდო სიები იყო გადაცემული საუბნო კომისიებისთვის. ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს დალუქული, უნდა იყოს ბოლო წუთში გადაცემული და ეს სიები არ უნდა იყოს იმის ბერკეტი, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა მოახდინონ,“-ამბობს სანდრა რულოვსი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია