შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი სამარკო ნიშანია - ოხანაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38321 
 15 მაისი 2019

მმართველი გუნდი არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს, ეს ჩვენი სამარკო ნიშანია,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა ნებისმიერ შესაძლო დარღვევაზე პასუხი ოპერატიული იქნება.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ეს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა ყველა იმ არჩევნებზე, რომელიც ჩვენ გავიარეთ. საპრეზიდენტო არჩევნები იყო და არის კიდევ ერთი ნათელი დასტური რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ნეიტრალური. სწორედ შს სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა ყველა ფაქტზე, შესაძლო დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება. ამას აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა არნახული ოპერატიული რეაგირება შს სამინისტროს მხრიდან და ასევე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც შესაძლოა კანონი დაარღვია. ამ მიდგომით გააგრძელებს შს სამინისტრო მუშაობას. ამ მიდგომით ვაგრძელებთ გუნდი მუშაობას, რომ ყველა შესაძლო დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი სამარკო ნიშანი არჩევნების მშვიდ, ტრანსფარენტულგარემოში ჩატარება. გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ოპერატიული რეაგირება მოახდინა შსს-მ, დაკავებულია ერთ-ერთი პირი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ყველა პირის მიმართ განუხრელად პოლიტიკური კუთვნილებისა, თუკი გამოიკვეთება რაიმე სახის დარღვევა იქნება ოპერატიული რეაგირება“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება