შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსახლეობას დღეს აქვს, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე"- ვაშაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38323 
 15 მაისი 2019

ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო - იმავე თავდასხმებით, კრიმინალით, უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და გაყალბებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციას საუბარი იმაზე ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოსა და „ოდირის“ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ფაქტებით ვაჩვენეთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ეუთოს, ოდირის 17 მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს და ისევე გრძელდება ეს ადგილობრივი არჩევნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები - იმავე თავდასხმებით, იმავე კრიმინალით, იმავე უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და იმავე გაყალბებით.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების საათზე უკვე 12-ს უკლია ერთი წუთი და ეს თვითონაც იციან. ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიციას პროგრამა აქვს და საქმეზე ლაპარაკობს, ესენი კიდევ ჩარჩენილები არიან 2013 წლის იანვარში და კიდევ იმავე მესიჯებითა და ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ წარსულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკვე აბსოლუტურად აღარ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე. აღარ უნდათ მათ ეს გაუთავებელო საუბარი რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღაზე, რაღაც ბოდვა, როდესაც ცხოვრების დონე ყოველდღიურად უარესდება და დემოკრატიის დონე მიდის იქით, სადაც არავის გვინდა, აღმოვჩნდეთ - რუსეთის ფედერაციის მსგავსად. ახალი რა ხდება? „რუსთავი 2“-ისა და სხვა ტელევიზიების არქივები გატენილია იმ ქალბატონების სახეებით, რომლებიც საარჩევნო სიებით დარბოდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იდგნენ საარჩევნო უბნების წინ. გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს „ოდირის“ დასკვნებს და თუ ხელისუფლება ოდესმე მოეგება გონს და ჩვენსკენ გადმოდგამს ნაბიჯს, მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, ეს ყველას ინტერესშია", - განაცხადა ვაშაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია