შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება” ვერ გამოვიდა ვარდების რევოლუციის ხელისუფლების ჩრდილიდან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38331 
 15 მაისი 2019

ამის შესახებ, საპარლამენტო ფრაქცია ”ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა “პალიტრა ნიუსთან” განაცხადა.

“ქართული ოცნება” ვერ გამოვიდა ვარდების რევოლუციის ხელისუფლების ჩრდილიდან, მას ჰგონია რომ ის ხელისუფლებაში დარჩება, თუკი ყველანაირი მეთოდებით შეეწინააღმდეგება, ვარდების რევოლუციის ხელისუფლებას.

ბიძინა ივანიშვილს (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე და დამფუძნებელი) ჰგონია, რომ რაც უფრო დაძაბავს სიტუაციას და რაც უფრო ძალადობრივი იქნება არჩევნები, მით უფრო დააშინებს ხალხს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააიოლებს გამარჯვებას არჩევნებზე, მაგრამ სინამდვილეში როგორც გითხარით, ხალხის არჩევანი უკვე გაკეთებულია, რაც უფრო საზოგადოებისთვის მიუღებლად იქცევა ხელისუფლება, მით უფრო მძიმე იქნება პოლიტიკური განაჩენი” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია