შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხუხაშვილი ანაკლიის პორტზე: რად უღირდა ხელისუფლებას ეს ვირეშმაკული თამაშები?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38915 
 12 ივნისი 2019

რად უღირდა ხელისუფლებას ეს ვირეშმაკული თამაშები ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით? თვითონ შექმნა პრობლემა და ახლა თავს იმართლებს და იძულებულია, რომის პაპზე მეტ კათოლიკობაზე დადოს თავი. ამიტომ არის საქართველოს უახლესი ისტორია გზა სადიზმიდან მაზოხიზმამდე...

”კოლექტიური მურუსიძე” თუ სადისტის დავალებით მათრახს სხვას უტყლაშუნებდა, ახლა იგივე მათრახით საკუთარ პატრონს ასიამოვნებს 

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ცნობისთვის, 11 ივნისს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის პორტის პროექტს დაასრულებს. ამის შემდეგ, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა დათანხმდება ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თხოვნას, გაუხანგრძლივდეს ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად გათვალისწინებული ვადა. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია