შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა"- ბესელია პომპეოს გზავნილზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38918 
 12 ივნისი 2019

როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება.

„როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა. ამ გზავნილში შინაარსი ძალიან მკაფიოდ იკითხება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამბობს, რომ კი არ გეჩურჩულება ყურში და ჩუმად კი არ გკარნახობს, რა არის ის, რაც არ მოსწონთ პარტნიორებს, არამედ ეს არის შეშფოთების და წუხილის საგანი. ეს ეხება სასამართლოს, ეს ეხება მართლმსაჯულების თემისადმი კომპრომისულ და სუსტ ნაბიჯებს, ეს ეხება საარჩევნო გარემოს და ეს ეხება ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი სახიფათო მანევრები. ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია