შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში კვლევების თანახმად, დამაზიანებელ შრომას, იძულებით 24 ათასიბავშვი ეწევა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38926 
 12 ივნისი 2019

შრომის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ბავშვთა შრომაში 152 მილიონი ბავშვია ჩართული. ათიდან შვიდი - სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობს.

2019 წლის დასაწყისში, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, 12 წლის ბიჭი ჯართის შეგროვებისას დაიღუპა. როდესაც ეს საქმე შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ 12 წლის ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან მისი ასაკისთვის მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა. სწორედ სიღარიბეა ბავშვთა შრომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი - ამას ამბობს სახალხო დამცველი, ამას იმეორებს გაეროს ბავშვთა ფონდი, ბავშვთა უფლებების დამცველი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

ბავშვთა უფლებების დამცველები შენიშნავენ, რომ ჯართის შეგროვებისას დაღუპული მერვეკლასელი ბიჭის ამბავი ძალიან შორსაა ბავშვთა შრომის საწინააღმდეგო მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანის შინაარსისგან - "ბავშვები მინდორში კი არა, ოცნებების ასახდენად უნდა მუშაობდნენ“.

გიგამ ოცნებები ვერ აისრულა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ბოლოს საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, დამაზიანებელ შრომით საქმიანობას იძულებით 24 ათასი (4.2 %) 5-17 წლის ასაკის ბავშვი ეწევა - მათი თითქმის 64% სახიფათო შრომას ასრულებს. მსოფლიოში ბავშვთა შრომა აკრძალულია, საქართველოს კანონმდებლობა კი ამ დრომდე, განსხვავებით საერთაშორისო კანონმდებლობისგან, არ გამოკვეთს ბავშვებისთვის სახიფათო სამუშაოების ნუსხას.

ბავშვთა შრომა განსაკუთრებით შესამჩნევი ხდება ხოლმე სეზონურად, ზაფხულში - კურორტებზე, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს ასრულებენ. მაგალითად, ზღვის სანაპიროზე სადაც მათი ასაკისთვის დაუშვებელი წონის ტვირთს (ცივ სასმელებს, მოხარშულ სიმინდს და ა.შ) დაატარებენ - სახელმწიფო ამ პროცესს ვერ აკონტროლებს.

ცნობისთვის, საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი 16 წელია. 16 წლამდე მოზარდებმა რომ იმუშაონ, ამისთვის მეურვის თანხმობაა საჭირო. თან იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობის სპეციფიკა და შრომითი ურთიერთობა არ ზღუდავს ბავშვის ინტერესებს, "ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღებისუფლებასა და შესაძლებლობას“.

14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შრომითი ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ეს სპორტულ, კულტურულ ან სარეკლამო საქმიანობას ეხება.

აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

კანონი ასევე აწესებს ბავშვებისთვის შრომის ხანგრძლივობასაც:

16-17 წლის არასრულწლოვანი კვირაში 36 საათზე მეტს არ უნდა მუშაობდეს, ხოლო 14-15 წლის მოზარდები - 24 საათზე მეტს.

ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ ღამის საათებში.

ბავშვთა შრომა ბავშვებს ართმევს ბავშვობას და მავნეა მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის.

მომუშავე ბავშვები კი ის კატეგორიაა, ვინც საკუთარი სურვილით და მშობლის თანხმობით, არასასწავლო პერიოდში მისთვის სასურველ საქმეს აკეთებს, რაშიც უხდიან. ან, შესაძლოა, ბავშვი ეხმარებოდეს საკუთარი ოჯახის წევრებს რაიმე საქმიანობაში.

"2020news.ge"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა