შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახი კალაძე: "დოიჩე ველემ" შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 სექტემბერი 2019

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველემ" საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დასკვნას ის სტატიის შინაარსიდან გამომდინარე აკეთებს.

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „დოიჩე ველემ" გუშინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ნახსენებია, როგორც „რუსეთის კაცი“. რამდენიმე საათის შემდეგ კი სტატია ჩაასწორა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცი“ ადრე ოპოზიციამ უწოდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია