შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკანდალური შეწყალებები - ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41346 
 18 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. განცხადება ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანა.

"შეწყალება არ არის ვინმეს გამართლება და არც სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება პრეზიდენტის პასუხისმგებლობის ქვეშ... ეს არ გამორიცხავს შეცდომას."- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების შეწყალებას საზოგადოება აპროტესტებს და ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ითხოვს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია