შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფილმის საყურებლად მისულ დავით ბერძენიშვილს შეურაწყოფა მიაყენეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=42411 
 08 ნოემბერი 2019

რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, კინოთეატრ „ამირანთან“.

ინციდენტამდე, ბერძენიშვილმა აღნიშნა რომ, კინოთეატრთან მივიდა, რათა გამოეხატა სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ,  ვისაც ფილმის ნახვა სურს.

„სოლიდარობას ვუცხადებ იმ ხალხს, ვისაც უნდა ფილმის ნახვა. ჯგროდ არიან მაგრები, როცა ვეუბნები, რომ ინდივიდუალურად მოდით, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, დავილაპარაკოთ, მაშინ ძალიან კურდღლები არიან. მთავარია ის, რომ  ესაა ხელოვნება, ადამიანებს აქვთ უფლება, ნახონ ფილმი, რომელიც ბევრ ქვეყანაში  მოიწონეს“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი აქციის მონაწილეებმა პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს და თავდაპირველად სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბერძენიშვილი შემთხვევის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

ფოტო "საზოგადოებრივი მაუწყებელი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია