შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები... მათი საქმე წასულია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020

ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტზე დეკლარაციის ჩავარდნას ეხმაურება და ამბპბს: "ყველას ვერ მოატყუებენ, დასრულდა ივანიშვილის მხრიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიცრუეში შეყვანა".

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა იციან სიმართლე და ქართული დემოკრატიისა და საზოგადოების გვერდით არიან.

"ტექსტი და კენჭისყრის შედეგებიც ცნობილია. სწორედ ეს ტექსტები ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და შემდგომ უთხრეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია შესწორებების გარეშე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. ევროპარლამენტმა კი ამ თავხედობას პასუხი გასცა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები, რომ დადიან ინსტიტუციებში და ტყუილებს ავრცელებენ, მათი საქმე წასულია, უნდა გააცნობიერონ რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, შეიძლება ცოტა ადამიანი მოატყუო დიდი ხნით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ მოატყუებ,"- თქვა კახიძემ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია