შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Human Rights Watch - დასაქმებულების უსაფრთხოება საქართველოში არ არის დაცული

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 იანვარი 2020
საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, კვირის განმავლობაში დასვენებას, ღამის სამუშაოს და მთავრობას არ აძლევს შრომის ყველა პირობის გაკონტროლების საშუალებას, - ამის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუსტი რეგულაციები და აქედან გამომდინარე შრომის პრაქტიკა, რომელიც ხშირად პრიორიტეტს წარმოების მიზანს ანიჭებს, ძირს უთხრის დასაქმებულების უსაფრთხოებას.

„მაგალითად, მანგანეცის ზოგიერთ მაღაროში მუშები მიწის ქვეშ 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, ღამის ჩათვლით, გადაბმულად 15 დღე, რაც იწვევს გადაღლას და ზრდის სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა და დაშავების ალბათობას,“- აღნიშნულია ანგარიშში.

Human Rights Watch-ი წერს, რომ შრომის კანონთან დაკავშირებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად და შრომის ინსპექტირების გასაძლიერებლად ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვილელებზე დებატები, ჯერჯერობით, არ გამართულა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შედეგად ქვეყანაში გასული წლის ოქტომბრის ჩათვლით დაიღუპა 36 და დაშავდა 107 ადამიანი.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია