შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსახლეობის 82% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 16 იანვარი 2020
NDI-ის კვლევის თანახმად, რომელიც საზოგადოების განწყობას შეეხება და 2019 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს, ევროკავშირსა და ნატო-ს მხარდაჭერის ნაწილში, აღნიშნულია, რომ გამოკითხული მოსახლეობის 82%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია, ხოლო 8%-მა აირჩია პასუხი: „არ ვიცი“.

კითხვაზე: „მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი?“ გამოკითხულთა 74%-მა დადებითი პასუხი გასცა, მაშინ, როდესაც ამას მიუღებლად მათი 14% თვლის. 11%-მა კი განაცხადა, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია