შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არასრულად მითითებული ქონება და დაჯარიმებული დეპუტატები

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 იანვარი 2020
254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი.

ქონების არასრულად მითითების გამო, დაჯარიმებულთა სიაში პარლამენტის დეპუტატი სამცხე-ჯავახეთიდან, ენზელ მკოიანიც მოხვდა.

ენზელ მკოიანი - საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; სხვაობა შემოსავალში;


ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 596 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 237 შეფასდა.

უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან ყველაზე მეტ - 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო. დაჯარიმებულ მოხელეთა რიცხვში არის 29 პარლამენტის წევრი.


დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია