შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსი მსოფლიოს რვა ქვეყანაში დაფიქსირდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
რვამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი სახეობით გამოწვეული დაავადება. ჩინეთში ინფექციას უკვე მოჰყვა, სულ მცირე, 17 ადამიანის სიკვდილი და უპრეცედენტო ზომები, რომლებიც პეკინმა მიიღო დაავადების გაგრძელებისთვის ხელის შესაშლელად. ხუთშაბათს ცნობილი გახდა დაავადების პირველი შემთხვევების შესახებ სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთში.

ჩინეთის ხელისუფლებამ 23 იანვარს ფაქტობრივად გარე სამყაროსგან ჩაკეტა ქალაქი უჰანი, სადაც 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და სადაც პირველად დაფიქსირდა დაავადება. ასეთივე ზომები მიიღეს პროვინცია ჰუბეის რიგ სხვა ქალაქებშიც. მუშაობა შეწყვიტეს სამოქალაქო ტრანსპორტმა, აეროპორტებმა, სარკინიგზო სადგურებმა, ჩაიკეტა გზები.

„კარანტინი 11 მილიონი ადამიანისთვის უპრეცედენტო მოვლენაა ჯანდაცვის ისტორიაში,“ განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელშიც ხუთშაბათს მსჯელობენ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია