შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერ ვითანამშრომლებ სულგაყიდულ თანამდებობის პირებთან - გიორგი გიუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 13 ივნისი 2018
ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტმა დეპუტატმა გიორგი გიუაშვილმა საკრებულოს გარემოს დაცვის და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. გიუაშვილმა განცხადება ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

"როგორც მოგეხსენებათ 2017 წლის 20 ნოემბრიდან ვხელმძღვანელობ ზემით აღნიშნულ კომისიას. საკრებულოში განვითარებული "მოვლენების", ბინძური პოლიტიკური დაპირისპირების, მუხანათური ღალატის, დარბევის, სპეცრაზმების შემოყვანის ფონზე, ერთადერთი, რაც შევძელი ამ თვეების მანძილზე და დღემდე რატომაც ვრჩებოდი აღნიშნულ თანამდებობაზე, არის ის, რომ ხელში არ ჩაგიგდეთ აღნიშნული კომისიის დაქვემდებარებული საკითხები, ბორჯომის უნიკალური გარემო, ბუნება, ას წლოვანი ტყეები, პარკები, სკვერები, რომლებსაც "კალიებივით" შეესეოდით, როგორც ეს წინათ ხდებოდა, არც ერთი საღი ხე 7 თვის მანძილზე ბირჯომში არ მოჭრილა.
ვერ ვითანამშრომლებ "სულგაყიდულ", უპრინციპო, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნავ თანამდებობის პირებთან, მიმიფურთხებია "ასეთი" თანამდებობებისათვის და ხელფასებისათვის, თქვენზე მეტი მიბრძოლია და მიკეთებია ჩემი ბორჯომისათვის და ასე გავაგრძელებ მომავალშიც თანამდებობის და ხელფასის გარეშეც. თქვენი მხრიდან მხოლოდ იმიტომ არ მოხდა დღემდე ჩემი და კიდევ რამოდენიმე კომისიის ოპოზიციური ხელმძღვანელის გადაყენება, რადგან ცდილობდით "გაქოცებული" საკრებულო ისევ წარმოგეჩინად მოსახლეობაში ოპოზიციურად. დაპირებული
"აგუგუნებული" ბორჯომის კვამლს ვერავინ ხედავს.
წერილობით გიდასტურებთ ჩემი თანამდებობიდან გადადგომას."
გიორგი გიუაშვილი
12. 06.18

გიუაშვილი საკრეულოს კომისიას 2017 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ჯერ გიუაშვილი განცხადება თანამდებობის დატოვებუის შესახებ არ მიუღიათ და შესაბამისად ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სპორტი
ტელეკომპანია ბორჯომი

სპორტული აქტივობა ტაბაწყურში