შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი აპრილიდან 1-ელ მაისამდე პასპორტს მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7293 
 22 მარტი 2019
ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც ქა­ღალ­დის უვა­დო პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას ფლო­ბენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტსა და პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნულ მოწ­მო­ბას მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ვე­ლი აპ­რი­ლი­დან 1-ელ მა­ი­სამ­დე სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი სულ 401 000 მო­ქა­ლა­ქეა.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, მა­ის­ში, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტს სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღე­ბენ.

„ჩვენ შარ­შან სა­კონ­სუ­ლო­ებ­ში გვქონ­და აქ­ცია, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის და პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის - ეს არის არა პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა, არა­მედ პას­პორ­ტი, გა­ი­ცე­მო­და 50 დო­ლა­რად. ეს არის ამ დო­კუ­მენ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 70%-იანი ფას­დაკ­ლე­ბა და ამ აქ­ცი­ით 5 000-მა პირ­მა ისარ­გებ­ლა.

თუმ­ცა, უკვე შე­მიძ­ლია და­ვა­ა­ნონ­სო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის თვე­ში - ანუ მა­ის­ში, მთე­ლი ერთი თვე და იმე­დი მაქვს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რის, ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტი გა­ი­ცე­მა უფა­სოდ.

2020 წლის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოდი­რის (ODIHR) და­დე­ბი­თი დას­კვნის მი­სა­ღე­ბად, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვემ­შვი­დო­ბოთ ქა­ღალ­დის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას.

დღე­ი­სათ­ვის ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა - 401 000 ადა­მი­ა­ნი ფლობს ქა­ღალ­დის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას, რო­მელ­საც ზედ აწე­რია „უვა­დო“. ეს არის ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ძვე­ლი დრო­ის გად­მო­ნაშთ დო­კუ­მენტს, რო­მელ­საც აქვს უვა­დო მოქ­მე­დე­ბის ვადა და არ ცვლი­ან მას"  - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და ამ მო­ქა­ლა­ქე­ებს შეც­ვა­ლონ ქა­ღალ­დის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ელექტრო­ნუ­ლით.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია