შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7374 
 11 აპრილი 2019
საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტი შეიქმნება. მთავრობის განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტრომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 150 000 ლარი უნდა გამოუყოს, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცემა. ამ თანხით უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტი და შესაბამისი სასწავლო პროგრამა უნდა მომზადდეს.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა გამოეყოს 550 000 ლარი სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაციისთვისაც.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება