შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა, სად, როდის" - ბორჯომში გაზაფხულის ჩემპიონატი დაიწყო

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/ganatleba/article/7376 
 11 აპრილი 2019
დღეიდან ბორჯომში, ინტელექტუალური თამაშის "რა, სად, როდის", გაზაფხულის ჩემპიონატი დაიწყო. ერთმანეთს 18 გუნდი შეხვდა, აქედან 9 გუნდი შემდეგ ტურში გადავიდა. მომდევნო თამაში, კვალვ #3 საჯარო სკოლაში გაიმართება, 16 აპრილს, 15:00 საათზე.

ინტელექტუალური თამაში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სულ მონაწილეობას 53 გუნდი მიიღებს. სეზონის ბოლოს, გამოვლინდება მოაზროვნე გუნდი და მოაზროვნე მოთამაშე. გამარჯვებულებს გადაეცემათ ბუს გარდამავალი ქანდაკება.ფინალისტები დაჯილდოვდებიან სიგელებით და სპეციალური საჩუქრებით.

ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტუალური კლუბი. ინტელექტუალური თამაშების მიზანია, წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

"სილუეტის" კიდევ ერთი გამარჯვება