შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის ოლქის და ცესკოს წარმომადგენლები მოლდოვაში არჩევნების პროცესს დააკვირდნენ

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/politika/article/7194 
 05 მარტი 2019
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები მოლდოვას რესპუბლიკაში 24 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმის მიმდინარეობას დააკვირდნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი ძაგანია, N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან დევიძე, ასევე სწავლების ცენტრის თანამშრომლები ლაშა მელაძე და დავით მაკარიძე კენჭისყრის დღეს სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ ხმის მიცემის, ასევე უბნების დახურვისა და წინასწარი შედეგების გამოცხადების პროცედურებს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუსთან და მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალინა რუსუსთან, სადაც მხარეებმა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები მოლდოვას რესპუბლიკაში, 22-25 თებერვალს, მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება