შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაისში პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7399 
 17 აპრილი 2019

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით პურის ფასის შესახებ მოლოდინები პოზიტიური არ არის

და უფრო ნათელი წარმოდგენა მოსალოდნელი ტენდენციის შესახებ მაისში იქნება ცნობილი, როდესაც რუსეთში ხორბლის მოსავლის მოცულობის შესახებ იქნება ინფორმაცია. სილაგავას განმარტებით, სწორედ რუსეთის ბაზარზე არსებული ვითარება ახდენს დიდ გავლენას პურის ფასზე, რამდენადაც საქართველოში ხორბლის 95%-მდე სწორედ რუსეთიდანაა იმპორტირებული.

„დღესდღეობით მდგომარეობა ოდნავ გამოსწორებულია მსოფლიო ბაზრებზე, , თუმცა იმის ფონზე რომ რუსეთმა გასული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხორბალი გაიტანა ექსპორტზე, მას გარდამავალი მარაგები იმ დონეზე არ აქვს, რომ დაბალი ფასების მოლოდინი გვქონდეს. საკმაოდ დაძაბული ბალანსია, თუმცა ძალიან კრიტიკული მდგომარეობა შესაძლოა არ იყოს“ -აღნიშნა სილაგავამ.

სილაგავა სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთ გამოსავლად ხორბლის ადგილობრივი წარმოების ზრდას ასახელებს, რაც შორი პერსპექტივაა და აცხადებს, რომ ამჟამად ბაზრების დივერსიფიცირება და გარდამავალი მარაგების არსებობაა აუცილებელი რისკების შესამცირებლად და კრიზისებთან გასამკლავებლად.

„ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ადგილობრივი წარმოებით მოხმარების 30-35%-ით დაკმაყოფილება, რაც სასურსათო უსაფრთხოებისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა ეს შორი პერსპექტივაა. შესაბამისად გარდამავალი მარაგებია საჭირო იმისთვის, რომ იმპორტზე დამოკიდებულების პირობებში მსოფლიო ბაზარზე ფასის ცვლილება ჩვენზე კრიტიკულად არ აისახოს. უნდა მოხდეს დივერსიფიცირება ყაზახური და უკრაინული ბაზრების გამოყენებით“-აცხადებს სილაგავა.

ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი“ - ამის შესახებ "კროსლაინ ლოჯისტიკის" დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, ხორბლის დეფიციტი შეიქმნება, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით კი, პურის ფასი გაორმაგდება, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.

„მსოფლიოში ხორბლის ის რაოდენობა, რაც წინა წელს იყო, ვერ იქნება მიღებული. ანუ, ხორბლის მიღების გეგმა არის შემცირებული, შესაბამისად, ფასი მოიმატებს. რეალურად ფასის სტაბილურობას ქმნიან მსხვილი ტრეიდერები, რომლებიც ქვეყანაში ქმნიან პურის მარაგებს. FAO-ს რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხორბლის მოხმარების 3 თვის მარაგი.

რატომ გაგვიძვირდა პურ-პროდუქტები დეკემბერში? იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარ არის მარაგები. ტრეიდერები, რომლებიც ხორბლის იმპორტს საზღვაო და სარკინიგზო არხებით ახორციელებდნენ, შეეშვნენ ამ საქმეს, ან გადავიდნენ მარტივ გზაზე. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ერთ მანქანას გადააქვს 23 ტონა ხორბალი და კოლონებად მოდის ვიწრო გზაზე, რომელიც არის სამხედრო დანიშნულების და არა სატვირთო გაადაზიდვებისთვის გამტარი. ფაქტობრივად, ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება ამ გზაზე გახდა დამოკიდებლი. ეს არის მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის ძალიან სახფათო თემა და ზამთარში ჩვენ შეიძლება, მივიღოთ პურ-პროდუქტების გაორმაგებული ფასი. იმის გამო, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს, როგორც კი ამოიწურება გვერდით ხორბალი, დეფიციტი შეიქმნება ხორბლის, შესაბამისად, ინფლაციისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალური პრობლემების გათვალისწინებით, გაორმაგდება ფასი, რაც ისევ სოციალურად გაღარიბებულ მდგომარეობას დააწვება.

თუ დღეს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა, არ მოგვისმია, არ გაიაზრა იგივე რუსული საფრთხე, ასევე ბაზრის სპეციფიკა, ხორბლის ლოგისტიკაში შექმნილი პრობლემები, ჩვენ მივიღებთ ამ კატასტროფას და დავბუნდებით 90-ან წლებში“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.


შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბრიდან მაღაზიებში პურის ფასმა, დაახლოებით, 5-10 თეთრით მოიმატა, რის მიზეზებსაც კონკურენციის სააგენტო ამ დრომდე სწავლობს.

ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა რამდენიმე კვლევა მიმდინარე წელს პურის მოსალოდნელ ფასთან დაკავშირებით. ISET -ის თებერვლის თვის აგრომიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

16 წლიდან სცენაზე

სამართალი