შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

12:00 საათის მონაცემებით ადიგენში ხმა ამომრჩეველთა 23,1% მისცა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7497 
 19 მაისი 2019
12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10,4% შეადგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რაოდენობრივად ეს არის 4 568 ამომრჩეველი. მთაწმინდის ოლქში, სხვა ოლქებთან შედარებით, ყველაზე დაბალი აქტივობაა დაფიქსირებული.

ყველაზე მაღალი აქტივობა 35,7% დაფიქსირდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რაც რაოდენობრივად არის 163 ამომრჩეველი.

დანარჩენ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტა - 18,4% (225 ამომრჩეველი), მარნეული - 14% (13 957ამომრჩეველი), ადიგენი - 23,1% (260 ამომრჩეველი), ზესტაფონი - 16,5% (9 048ამომრჩეველი), ჭიათურა - 17,6% (7 545 ამომრჩეველი), ტყიბული - 17,7% (630 ამომრჩეველი), წყალტუბო - 22,2% (935 ამომრჩეველი), ოზურგეთი - 17,8% (904 ამომრჩეველი), ზუგდიდი - 20,1% (24 282 ამომრჩეველი), ხულო - 19,5% (4 700 ამომრჩეველი).
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
განათლება
საზოგადოება