შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8108 
 03 სექტემბერი 2019
თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენის შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია საბჭოს ერთ-ერთ მუდმივ წევრს ეკისრება, მუდმივი წევრები კი არიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თუმცა როგორც ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა, „იზორიას უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პრობლემა არ არის“.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის გარდა, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები შს და თავდაცვის სამინისტროებში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს, შს მინისტრის თანამდებობაზე კი ვახტანგ გომელაური ბრუნდება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
ტელეკომპანია ბორჯომი

ხვალიდან თოვლია მოსალოდნელი

საზოგადოება