შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე შეცვლის

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8197 
 08 ოქტომბერი 2019
პარლამენტში ვანო ზარდიაშვილს თემურ გოცირიძე შეცვლის. როგორც მან განაცხადა, „არის ასეთი ინფორმაცია, რომელსაც ის დათანხმდება და დეპუტატობასაც გეგმავს“. თემურ გოცირიძე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერია. მას შემდეგ, რაც ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე ოფიციალურად თქვა უარი, საარჩევნო სიის მიხედვით, მისი ადგილმონაცვლე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა უნდა გამხდარიყო, თუმცა დეპუტატობაზე უარი თავად ზარქუამ განაცხადა. შედეგად ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე სიით მომდევნო თემურ გოცირიძე გახდა.

ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ ოფიციალურად დღეს განაცხადა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია