შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ელექტროენერგიის საფასური შესაძლოა გაიზარდოს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/8253 
 22 ოქტომბერი 2019

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. აღნიშნულის შესაძლებლობას სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია არ გამორიცხავს.


რაც შეეხება შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა, სემეკის ახალი თავმჯდომარე აღნიშნულის შესაძლებლობას 2020 წლისთვის არ გამორიცხავს.

"ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება", - განაცხადა ნარმანიამ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება