შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გრიპის ვირუსზე ჰოსპიტალიზაცია 5 %- ით გაიზარდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 იანვარი 2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი.  როგორც გამყრელიძე აცხადებს, არც ერთი შემთხვევა ისეთი მძიმე არაა, რომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ დახმარებას საჭიროებდეს. აქედან გამომდინარე, წელს გრიპის სეზონის მიმდინარეობის ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია.

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა - 219. წინა კვირისგან განსხვავებით დაახლოებით 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის.

ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა“-აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2,5-3-ჯერ მეტი ადამიანი აიცრა.

„სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა და დაახლოებით 30 000 ადამიანია აცრილი ნებაყოფლობით“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, 30 დეკემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ამ დროისთვის, 338 ადამიანმა მიიღო ტამიფლუ და პრეპარატის მარაგი საკმარისია ქვეყანაში.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია