შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორც ჩანს, საქართველო მზად არის რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად - სერგეი გავრილოვი

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 იანვარი 2020
საქართველო მზად არის აქტიური ნაბიჯების გადადგას რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად , - ამის შესახებ რუსეთის დუმის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საზოგადოებრივ და რელიგიურ გაერთიანებათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა „პარლამენტსკაია გაზეტასთან“ საუბარში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც საქართველო მზად არის, მიიღოს რუსეთის დელეგაცია ევროპის საბჭოს ღონისძიების ფარგლებში იმის მიუხედავად, რომ მისი ზოგიერთი წევრი ნამყოფია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

მისი თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუკი სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე იქნება. მან სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს,რომლის თანახმადაც ქვეყანა მზადაა რუსებისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, ასევე, აფხაზეთში ნამყოფებზე დევნის შეწყვეტას უკავშირდება, „სერიოზული სიგნალი“ უწოდა.

მისი აზრით, ეს განცხადება აღნიშნავს იმას, რომ საქართველო იცავს დემოკრატიულ პრინციპებს და ექსტრემისტების მხრიდან საფრთხე არ იქნება.

„როგორც ჩანს, საქართველო მზად არის, გადავიდეს აქტიურ ნაბიჯებზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად სრული მოცულობით, მათ შორის, დიპლომატიური ურთიერთობითა და ელჩების გაცვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების იუბილის წინა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, პატივი მივაგოთ დიდი სამამულო ომის დროს ყველა გარდაცვლილს. საქართველო ყოველთვის იყო მრავალეროვანი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვანი კეთილმოსურნე რესპუბლიკა“ ,- განაცხადა გავრილოვმა.


წყარო:ინტერპრესნიუსი
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია