შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია" - გედევან ფოფხაძე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 03 იანვარი 2019
"მე ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა, მათ შორის ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება . არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. ეს წესი ჩემთვის მისაღები არ არის. ის, რომ მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია, ამას არ ვმალავ. აქედან გამომდინარე მგონია, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ საჯარო დისკუსიებშიც მივიღოთ მონაწილეობა და საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ, ეს არ არის სწორი. პოლიტიკურ პროცესს ეს ხელს უშლის“ - განაცხადა ფოფხაძემ.

კითხვაზე, გუნდში განსხვავებული აზრის საჯაროდ გამოთქმა იკრძალება თუ არა, ფოფხაძე პასუხობს, რომ ასეთი აზრი ირაკლი კობახიძეს აქვს.

„მემგონი ბატონმა კობახიძემ ეს პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ სადავო საკითხები უნდა განვიხილოთ გუნდის შიგნით და გარეთ ერთიანი პოზიციით უნდა წარვდგეთ. ყოველთვის არ მგონია, რომ ეს ოქროს წესი იყოს. ხანდახან ხალხმა უნდა იცოდეს განსხვავებული აზრი“- აღნიშნა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია