შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს პრეზიდენტი ათონელის სასახლეში მუშაობას დღეიდან დაიწყებს

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 18 დეკემბერი 2018
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში დღეიდან შევა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესრულებას სწორედ აღნიშნული რეზიდენციიდან შეუდგება.

როგორც ჟურნალისტებს გუშინ ლაშა ჟვანიამ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს, სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციაში მედიასთან ერთად მივა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის საპრეზიდენტო ფლიგელის შიდა ნაწილში სამუშაოები ჯერჯერობით დასრულებული არ არის, პრეზიდენტი საქმიანობას დროებით ადმინისტრაციულ ფლიგელში შეუდგება.

"ხვალიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფლიგელი უკვე მოეწყობა. რამდენიმე საკითხია გადასაწყვეტი. ინტერნეტი უკვე გაყვანილია. ავლაბრის რეზიდენციიდან ნელ-ნელა გადმოვიტანთ კომპიუტერულ ტექნიკას. ნაწილობრივ, ავლაბრის რეზიდენციაში შენარჩუნდებიან ის პირები, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ფუნქციონირებისთვის. ყველაფერი ნელ-ნელა, წყნარი ნაბიჯებით არის გასაკეთებელი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინქციონირებაში რაიმე პრობლემა არ შეიქმნას",- განაცხადა ჟვანიამ გუშინ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ეკონომიკა
საზოგადოება
საზოგადოება