შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 30 იანვარი 2019
გამოკითხული მოსახლეობის 41 %  მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37 % - ცუდად, ხოლო 12 % -ძალიან ცუდად - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად თბილისში აფასებენ -60 %, ხოლო 34 % კარგად აფასებს. ეს მონაცემი დიდ ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწილდა: დიდ ქალაქებში მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხული მოსახლეობის 55 %, კარგად -37 %. პატარა ქალაქებში 41 % ცუდად აფასებს, 52 % -კარგად. სოფლებში 43 % ცუდად აფასებს, 48 % -კარგად . რაც შეეხება უმცირესობათა დასახლებას, კვლევის თანახმად, 36 % მთავრობს საქმიანობას ცუდად აფასებს, 57 % -კარგად.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება