შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

განათლება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
 01 თებერვალი 2019
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ წელს მეთორმეტე კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. ამის შესახებ მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, რომ სკოლაში მოხდეს განათლების მიღება.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში - ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს,“ - განაცხადა ბახტაძემ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება
კულტურა
ტელეკომპანია ბორჯომი

"სილუეტის" კიდევ ერთი გამარჯვება