შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მე შეიძლება გუნდიდან წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ" - გედევან ფოფხაძე

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7073 
 05 თებერვალი 2019
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვოს. ფოფხაძის თქმით, უმრავლესობის რიგებიდან წასვლის შესაძლებლობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა,რაც პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებას გაეცნო, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება.

"მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვრ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ.

მგონია, რომ თუ ჩვენ მორალური არჩევანის წინაშე ვდგებით, ეს არჩევანი გასაკეთებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი იყოს სწორი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები.

მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს“ - განუცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია